შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge
worknet.gov.ge არის ვებ-პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს შრომის ბაზრის ორ სუბიექტს, სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს.
worknet.gov.ge საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი პროფილი, განათავსოთ თქვენს შესახებ მონაცემები (განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები, სასურველი დასაქმების სფერო და სხვ.) და გახადოთ იგი ხელმისაწვდომი დამსაქმებლისათვის.
ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ იხილონ თქვენს მიერ განთავსებული მონაცემები და შეაფასონ რამდენად შეესაბამება თქვენი კანდიდატურა მათ ხელთ არსებულ ვაკანტურ პოზიციებს. დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებელი თქვენ დაგიკავშირდებათ ვებ-გვერდის მეშვეობით.
worknet.gov.ge-ზე თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ დამსაქმებლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ.
თუ თქვენ ეძებთ სამსახურს, გსურთ დასაქმდეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში და გაინტერესებთ რა ვაკანსიებია ქვეყანაში, დარეგისტრირდით სისტემაში:
სისტემისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად რეკომენდირებულია სამუშაოს მაძიებლის პროფილის სრულყოფილად შევსება!