mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ევროკავშირის დაძმობილების პროექტი: „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“

  საჯარო დაწესებულებების დაძმობილების პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობათა განვითარება საქართველოში“

აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის (EaPIC) პროგრამისა და ფინანსური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო ევროკავშირის საჯარო დაწესებულებების დაძმობილების პროექტისდასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობათა განვითარება საქართველოში განხორციელება. დაძმობილებული კონსორციუმის ქვეყნებია - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი.

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდოთ კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის, გენდერულად დაბალანსებული და ხარჯთეფექტიანი დასაქმების სერვისები“.

შედეგები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ პროექტის ფარგლებში:

1. საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა და ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეს ასახულია ასოცირების ხელშეკრულების დანართი XXX-ში;

2. დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის, სტრუქტურისა და ფუნქციების ასევე, მომსახურებათა სპექტრისა და ხარისხის პილოტირება/გაუმჯობესება;

3. შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

4. თანამედროვე ადამიანური რესურსების განვითარება, მართვის ტექნიკის შემუშავება და შიდა გადამზადების პლატფორმის დაარსება;  

5. ცნობადობის ამაღლება ეფექტური კომუნიკაციის  მექანიზმის შემუშავებით.

განხორციელებული აქტივობები და შემუშავებული დოკუმენტები:

I კომპონენტი: ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართის 3 დირექტივის  ოფიციალური ქართული ვერსია, კონკორდატის ცხრილები და ანგარიში და რეკომენდაციები. (2000/43/ES, 2000/78/ ES, 2006/54/ES);

II კომპონენტი: სამუშაო პროტოკოლები: დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ფუნქციური მიმოხილვის ანგარიში, ინსტიტუციური რეფორმის გეგმა (ახალი სერვის-მოდელი), პილოტირებისთვის საჭირო პროცედურების სახელმძღვანელო, სამუშაოს მაძიებელთათვის სერვისების მიწოდების სახელმძღვანელო, დამსაქმებელთათვის სერვისების მიწოდების სახელმძღვანელო; სამუშაოს მოძიების ტექნიკა - სახელმძღვანელო ჯგუფური კონსულტირებისათვის; მასშტაბური ტრენინგ სახელმძღვანელო თანამშრომლებისათვის;

III კომპონენტი: შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის მიმოხილვის ანგარიში, ტექნიკური დავალება და კონცეფცია; ყოველთვიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშები;

IV კომპონენტი: ადამიანური რესურსების განვითარების მიმოხილვის ანგარიში; ხუთი ტრენინგ მოდულის მასალები; ტრენინგ საჭიროებათა ანალიზი, მენეჯერთა სახელმძღვანელო, ახალი თანამშრომლის სოციალიზაციისთვის საჭირო სახელმძღვანელო;

V კომპონენტი: ცნობადობის ამაღლებისა და ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმი, სამოქმედო გეგმა და კომუნიკაციის მასალები;

2016 წლის 1 ივნისიდან დაიწყო მომსახურების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც 6 თვე გაგრძელდება. პილოტირება მიმდინარეობს მხოლოდ თბილისის მასშტაბით და მასში ჩართულია თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი. მომსახურების ახალი მოდელის პილოტური სტრუქტურა და მუშაობის სტილი შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას.

პროექტის სამომავლო გეგმები:

უწყვეტი მხარდაჭერის გაწევა პილოტური პროექტის ორივე გუნდისათვის (დასაქმების აგენტები, დასაქმების კონსულტანტები) და მენეჯმენტისათვის.

v ხარისხის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება;

v ტრენინგის მოდულების რედაქტირება ერთ ტრენინგ სახელმძღვანელოდ, რომელიც აიტვირთება Moodle ონლაინ თვითსწავლების ვებ-პორტალზე;

v ტრენერთა ტრენინგი;

v პილოტის შედეგების მონიტორინგი და შეფასება;

 

TWINNING

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

 

 

EUHU      CZ       SL       GEO

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts