სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება - გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა

თარიღი: 18.04.2018წ.

 

რას ითვალისწინებს პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში (პროფესიათა ჩამონათვალი იხილეთ აქ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება

მოთხოვნად პროფესიაში ერთ მოკლევადიან კურსზე (2-დან 4 თვემდე) სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (დაწესებულებათა ჩამონათვალი იხილეთ აქ). სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ღირებულება  1000 ლარს შეადგენს.

შეზღუდული  შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი  მომსახურების გათვალისწინებით, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს.

სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა, ერთ მოსარგებლეზე, განისაზღვრა თვეში 200 ლარით, ხოლო სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 3 თვეა.

პროგრამით სარგებლობის უფლება

პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge.

სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება აქვთ:

 

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით:
  • იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს;
  • სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
  • დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდან არ არის გასული ერთ წელზე მეტი;
  • პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულ პირებს;
  • პრობაციონერებს;
  • როგორც სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს, ასევე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლის ასაკამდე მყოფ პირებს;
  • „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
  • ქალებს;
  • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია.

 

პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღება

სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მისამართები იხილეთ აქ).  სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: სამუშაოს მაძიებელი თავისუფლდება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან თუ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ან არის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული და ჩართულია სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის  პროგრამაში ან არის ქალი, რომელმაც ზოგადი  განათლების საბაზო საფეხურის დაძლევა ვერ შეძლო ადრეული ქორწინების გამო.

ინფორმაცია 2018 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებისა და მათი განმახორციელებელი პროფესიული სასწავლებლების შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti