C ჰეპატიტი

თარიღი: 09.10.2018წ.

C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.

რა არის C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით  გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია.

C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეები არიან:

  • C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე
  • ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე
  • დაავადებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ.

C ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს:

  • დაავადების დიაგნოსტიკა
  • მკურნალობა
  • პრევენცია

C ჰეპატიტის სკრინინგი ფინანსდება:

  • C ჰეპატიტის სკრინინგი 100%-ით

პროგრამაში ჩასართავად საჭირო სამედიცინო კვლევები ფინანსდება:      

  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის - 70%-ით; სხვა დანარჩენებისათვის - 30%-ით.
  • ასევე, სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

მკურნალობა

პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „სოფოსბუვირი" და „ჰარვონი", რომლებიც წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტებს: პეგილირებულ „ინტერფერონსა" და „რიბავირინს".

 C ჰეპატიტის პრევენცია

დაავადების პრევენცია მოიცავს ვირუსის გავრცელების რისკის შემცველი ობიექტების  ინფექციურ კონტროლს. მუდმივი მონიტორინგი ხორცილდება: სილამაზის სალონებში; ტატუ სალონებში; სტომატოლოგიურ კლინიკებში; სამედიცინო დაწესებულებებში.

როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და ვის უნდა მიმართოთ?

C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.

  • პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს - (ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა NIV-100/ა)) ამისათვის, პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს (ქ.თბილისი. ფალიაშვილის ქ. N110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებს;
  • პაციენტები, რომლებსაც ჩარატებული აქვთ პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ნაწილი, მათ უნდა მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს დანარჩენ კვლევების ჩასატარებლად და სრული დოკუმენტაციით მიმართონ C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებს.
  • ახალი პაციენტები კი გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

(1) ანტი HCV კვლევა - C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ცენტრალურ, რეგიონულ ფილიალებში და NCDC მობილური ამბულატორიების  მეშვეობით. ასევე, ქ. თბილისში ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.

(2)HCV RNA კვლევა - ანტი HCV დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი იტარებს რაოდენობრივი კვლევის ანალიზს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში.

(3) პრე-რეგისტრაცია - HCV RNA დადებითი პაციენტი მიმართავს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს  ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს, სადაც  გაივლის პრე-რეგისტრაციის პროცესს. ამ ეტაპზე პაციენტი ირჩევს რეგიონს და მისთვის სასურველ კლინიკას, სადაც გადამისამართდება დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად.

(4)რეგისტრაცია - კვლევების დასრულების შემდეგ, ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა NIV-100/ა) პაციენტი მიმართავს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებს და რეგისტრირდება მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად.

(5) მკურნალობის დაწყება - რეგისტრაციის ბაზიდან, რიგითობის დაცვით, 2 კვირაში ერთხელ ხორციელდება განაცხადების კომისიური წესით განხილვა და პაციენტები გადამისამართდებიან სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად.

სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები (დანართი)

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
საქართველოს მთავრობის დადგენილება N169, 2015 წლის 20 აპრილი. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანება N04-119/ო 23. 04. 2015წ.„C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ “C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტის მიმწოდებელთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმის და რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება N358, 2015 წლის 20 ივლისი. "C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ,, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე'
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო-ბრძანება N04-407/ო 27 ივლისი 2016 წელი. C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტის ფარგლებში დამდგარი სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის ინსტრუქციისა და შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ. სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის № 04-153/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება N272, 2016 წლის 17 ივნისი, ქ. თბილისი.C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N633, 2016 წლის 30 დეკემბერი, ქ. თბილისი. ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო-ბრძანება N04-323/ო 16 მაისი 2017 წელი. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის მიზნით შესყიდული და ასევე დონორული მხარდაჭერით მიღებული მედიკამენტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღონისძიების გატარების შესახებ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო-ბრძანება N04-363/ო 5 ივნისი 2017 წელი. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის მიმწოდებლებისთვის გადაცემული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო-ბრძანება N04-552/ო 10 აგვისტო 2017 წელი,,C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანგარიშგების ფორმ(ებ)ის დამტკიცების შესახებ
დანართი N 1 საანგარიშგებო დოკუმენტაციის (შემთხვევათა რეესტრის) შევსების ინსტრუქცია
დანართი N2 ჰეპატიტის დიაგნოსტიკის საანგარიშგებო ფორმა
დანართი N3 ჰეპატიტის მონიტორინგის ფორმა
განაცხადი
განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი
C ჰეპატიტის ელიმინაცია (საინფორმაციო ბუკლეტი)
C-ჰეპატიტის მიმწოდებლები
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო-ბრძანება N04-630/ო 7 სექტემბერი 2017 წელი.C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის მიმწოდებლებისთვის გადაცემული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ყოველთვიური
ყოველთვიური ხარჯვისა და ბრუნვის ამსახველი ფორმა - დანართი 1
C ჰეპატიტი, პილოტი-ნეოლაბი, მრჩეველი-კოდები
C ჰეპატიტის კოდები 2017 წლის 1 აპრილიდან
ზეპატიერი ხელოვნური კოდები
C ჰეპატიტის კოდები
C ჰეპატიტის კოდები 2017 წლის 1 დეკემბრიდან
C ჰეპატიტი პილოტი პირველადი ჯანდაცვა
FIB-4_≥_1,45, პაციენტის გადამისამართდება პროგრამის მიმწოდებელ კლინიკაში
01.09.2018 - 2017 წლის 1 აპრილიდან
01.09.2018 დიალიზი
01.09.2018 - პილოტი პირველადი ჯანდაცვა
01.09.2018 პილოტი ნეოლაბი მრჩეველი
01.09.2018 FIB-4 ≥ 1,45.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ