canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - მემორანდუმები

მემორანდუმები

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet

თარიღი: 2015-04-02

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

 

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 23 ივნისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ხსენებული მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს აღებული აქვს რიგი ვალდებულებები.
მემორანდუმის მიზანია:
1. მსჯავრდებულთა სურვილის შემთხვევაში, გაუწიოს მათ დახმარება www.worknet.gov.ge-ს ელექტრონულ პორტალზე სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის პროცესში - რეგისტრირებულია 231 პრობაციონერი.
2. უზრუნველყოს დასაქმებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების სასწავლო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის", ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, შრომის ბაზარზე ქცევის ზოგადი წესების გაცნობისა და სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, პრობაციონერთა ჩართვა „ჯგუფური კონსულტაციების" ინტეგრირებულ ჯგუფებში. 2014 წლის განმავლობაში, ჯგუფურ კონსულტირებებში მონაწილეობა მიიღო 113 პრობაციონერმა.
3. 2015 წლის პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უპირატესობა ენიჭება სამუშაოს მაძიებელად რეგისტრირებულ პრობაციონერებს.
4. თავისუფალი ვაკანსიის არსებობის პირობებში, საშუამავლო მომსახურების გაწევის პროცესში ხორციელდება პრობაციონერთა წარდგენა დამსაქმებლებთან.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari