canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

რა არის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ამოცანა?

 ქვეპროგრამის ამოცანაა მიუსაფარ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია.

ვის შეუძლია ისარგებლოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით?

 ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.

რა ღონისძიებებს მოიცავს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა?

• მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა;
• ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;
• სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება;
• ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება და სოციალური სამუშაოს განხორციელება;
• საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება;
• ბავშვის პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა;
• საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება;
• ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება;
• ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს პირველადი შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
• მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.


რას მოიცავს დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა?

• ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე, ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
• პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;
• ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;
• კრიზისული სიტუაციების მართვას;
• ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;
• ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას(ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);
• არაფორმალური განათლების მიწოდებას;
• ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;
• ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას.

რას მოიცავს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის მომსახურებით უზრუნველყოფა?

• სადღეღამისო მომსახურების მიწოდებას;
• ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, ოჯახური გარემო);
• პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
• ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• კრიზისული სიტუაციების მართვას - სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია; ბენეფიციართათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებას და მომზადებას ტრანზიტულ ცენტრში ან სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ მოსათავსებლად;
• ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
• ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;
• ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა).


რას მოიცავს ტრანზიტული ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა?

• 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას;
• ბენეფიცარების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და ინტეგრაციას;
• ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
• ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;
• ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
• ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
• ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა);
• ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას;
• პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
• კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
• ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.


რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ხარჯი?

• დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში - 9 ლარს;
• კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში - 20 ლარს;
• ტრანზიტული ცენტრის მომსახურების შემთხვევაში - 20 ლარს.

  მიუსაფარ ბავშვებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარსა და ტრანზიტულ ცენტრში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად.

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი არის სოციალური მომსახურების სააგენტო. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 530 000 ლარით.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №138. 2015 წლის 30 მარტი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort