საყოველთაო ჯანდაცვა

თარიღი: 12.10.2018წ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

2017 წლის  1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  ჯგუფები და დაფინანსების პირობები:

სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ
  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს  და  6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:

  • უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი;
  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ
  • კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება;
  • უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:

  • სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
  • უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

დამატებითი პირობები:

პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

ყველა მოქალაქეს შეეძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ,  100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები) სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეუ 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №36

2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“

N36

 

პერინატალური სერვისის ხარისხის ინდიკატორები

  პერინატალური სერვისის ხარისხის ინდიკატორები

 

2019 წლის 5 ნოემბრის, №520 დადგენილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილ  ცვლილებითან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები 

520 პასუხები

გრიპის ან გრიპის მსგავსი სიმპტომებით ბენეფიციართა მიმართვიანობის თაობაზე

გრიპის ან გრიპის მსგავსი სიმპტომებით ბენეფიციართა მიმართვიანობის თაობაზე

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“

გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში, 2020

წლის 1 მაისიდან, დაწესებულებების ჩართულობისათვის შესავსები კითხვარის

ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ

№ 04-23/ო

კითხვარი

კითხვარი

კითხვარის შევსების წესი

კითხვარის შევსების წესი

ექიმების სამუშაო განრიგი

ექიმების სამუშაო განრიგი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანება №04-197/ო, 2020წლის1 აპრილი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხის, ფასის დადგენის წესის აგრეთვე, ამავე კომპონენტის ბენეფიციარების რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ                                      

№ 04-197/ო

დანართი N1

დანართი N1

დანართი N2

დანართი N2

„საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-231/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                      

  № 01-265/ო

საყოველთაო ჯანდაცვა

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ