სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება

რა არის სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამის მიზანია საქართველოს სამხედრო ძალების შევსება ჯანმრთელი კონტინგენტით.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

  სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან სამხედრო ძალებში გასაწვევ კონტინგენტს დაქვემდებარებული პირები (საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები).

რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება?

- სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმებას N1 დანართის შესაბამისად;
- სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევებს;

• სისხლის ანალიზი (მოკლე);
• სისხლის ანალიზი (მოკლე);
• შარდის საერთო ანალიზი;
• ელექტროკარდიოგრაფია;
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
• ფლუოროგრაფია;
• აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• HBsAG ის განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• HCV ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).

-სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ფთიზიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი).
- სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევებს.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

  საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

 

,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილება

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti