სოფლის ექიმი

თარიღი: 11.07.2018წ.

რა არის სოფლის ექიმის პროგრამა?

პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვინ არის სოფლის ექიმი?

სოფლის ექიმი არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული მზადების ციკლი და ახორციელებს სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, სახელმწიფო პროგრამის „სოფლის ექიმის" ფარგლებში. პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვინ არის სახელმწიფო პროგრამის - „სოფლის ექიმი" მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლენი არიან: სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამასოფლის ექიმი"?

,,პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად", რომელიც მოიცავს:

1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი.

2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა.

3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

4.  ბავშვებისა  და  მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან.

7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად.

8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:

ა) დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;

ბ) მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.

9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ.

10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო  და  სტატისტიკური ფორმები) წარმოება,  ცნობებისა  და  რეცეპტების  გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური  პაციენტებისათვის)  (გარდა  „ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  ცნობის  შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის  მინისტრის 2007  წლის 9  აგვისტოს №338/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ  ცნობისა  - ფორმა №IV-100ა  (შემდგომში -  ფორმა № IV-100ა) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული,  საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).

12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან".

 სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება.

აღნიშნული კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით:

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

2

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

4

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

5

ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

6

მზიურის საექიმო ამბულატორია

7

ოქუმის საექიმო ამბულატორია

8

ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

9

ქვემო ბარღების ამბულატორია

10

რეფის საექიმო ამბულატორია

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა"

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია"

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა"

14

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (წალკის მუნიციპალიტეტი)

15

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

16

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

17

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (დაბა ბაკურიანი)

18

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

19

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ონის მუნიციპალიტეტი)

20

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

21

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

22

შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება"

23

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია"

24

შპს „ბარისახოს ამბულატორია"

25

შპს „ერედვის ამბულატორია"

26

შპს „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნების ამბულატორია"

27

შპს „ქსუისის ამბულატორია"

28

შპს „ქურთის საავადმყოფო"

29

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა"

30

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო"

31

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია"

32

შპს „ნიქოზის ამბულატორია"

33

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია"

34

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი" (ტყვიავის საავადმყოფო)

35

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება"

ვის უნდა მიმართოთ მომსახურების მისაღებად?

მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოფლის ექიმს ან სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამის - „სოფლის ექიმი" ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ