სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

თარიღი: 10.07.2018წ.

რა არის სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამის მიზანია გადაუდებელი მდგომარეობების დროს გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება, მოსახლეობის უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის გზით.

მომსახურება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები.

რას მოიცავს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამა?

ბრიგადის  მიერ  გადაუდებელი  სამედიცინო  დახმარების  გაწევა  „სასწრაფო  დახმარების  ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების და პროგრამა „მომავლის ბანაკით" განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრის 2012  წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანებით (შემდგომში - მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის №01-17/ნ ბრძანება) განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით.

საჭიროების შემთხვევაში  -  სამედიცინო  ჩვენებით პაციენტის პოსპიტალიზაციის  უზრუნველყოფა  შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში.

ვის უნდა მიმართოთ მომსახურების მისაღებად?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებული უნდა იქნას სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორ ხდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

 

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ