დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

თარიღი: 12.10.2018წ.

რა არის დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია?

პროგრამა ითვალისწინებს:

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:

  • ნეფროლოგის კონსულტაცია;
  • კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები საჭიროების მიხედვით;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საჭიროების შემთხვევაში;
  • ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა;

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:

  • ნეფროლოგის კონსულტაცია;
  • კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია;
  • კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საჭიროების შემთხვევაში;
  • ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდებას;

თირკმლის ტრანსპლანტაცია - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას;

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით).

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

დიალიზის მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შეავსოთ დადგენილი ფორმის განცხადება, რომელსაც დაურთავთ პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა NIV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწმობის) ქსეროასლს (როგორც განმცხადებლის, ისე დიალიზის მიმღები პირის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს).

დამატებითი პირობები:

სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით.

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას  და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის ანაზღაურება ?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

თირკმლის ტრანსპლანტაციის კომპონენტის მიმწოდებლები

 

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ