დიაბეტის მართვა

თარიღი: 10.07.2018წ.

რა არის დიაბეტის მართვის პროგრამა?

პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ვის შეუძლია ისარგებლოს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მოსარგებლეა 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვები, ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.
შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები - შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა

როგორ ხდება დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება სრულად (100%-ით) სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის კი - 50%. ამასთან, თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის. პაციენტს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.

რას მოიცავს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს:

• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას.
შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, რომელიც მოიცავს:

• ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
• გლუკოზის განსაზღვრას სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას;
• კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
• მიკროალბუმინურიის კვლევას;
• სისხლის საერთო ანალიზს;
• შარდის საერთო ანალიზს;
• C- პეპტიდს;
• ჰომა - 2-ის ინდექსს;
• ე.კ.გ.

- უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი;
• თავის ქალის რენტგენოგრაფია;
• თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;
• შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
• ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
• ელექტროლიტების - Na, К - განსაზღვრა სისხლში;

დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას

ვის უნდა მიმართოთ დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას (არის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის).
სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სააგენტოში მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა წელიწადში ერთხელ.
დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეების პროგრამის მოსარგებლედ ცნობისთვის დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, სადაც პაციენტია რეგისტრირებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (არ ვრცელდება კერძო/კორპორატიული დაზღვევის მქონე პაციენტებზე, რომლებიც არ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით), პაციენტის სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში ჩართვის საჭიროების თაობაზე.
დიაბეტის მართვის პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას.
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti