ტუბერკულოზის მართვა

თარიღი: 10.07.2018წ.

რა არის ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზნები?

პროგრამის ძირითადი მიზნებია: ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია და ფთიზიატრიულ დახმარებაზე პროგრამის მოსარგებლეებისათვის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

  პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

- ამბულატორულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
• ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის (ექიმის მიმართვით ან მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი გამოვლენილი (შემდგომში - მგბ+) შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების) კლინიკურ დიაგნოსტიკას და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;
• დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფტიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;
• უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელებას (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;
• ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობას მაღალი რისკის ჯგუფებში;
• პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც მოიცავს ტუბერკულოზზე სკრინინგის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამედიცინო პერსონალის - სპეციალურად გადამზადებული მედდების დაფინანსებას;
• ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისა და დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პენიტენციური სისტემის მუშაკთა რუტინულ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ (აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ამ დადგენილების საფუძველზე გაწეულ მომსახურებებზე);
- სტაციონარული მომსახურება, რომელიც მოიცავს:
• ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ თერაპიულ სტაციონარულ მომსახურებას;
• რთულ სადიაგნოსტიკო მომსახურებას, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები;
• ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას;
• პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა.

ვის უნდა მიმართოთ ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?

  ამბულატორიული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას ან ტუბერკულოზის პროფილის მქონე დაწესებულებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  სტაციონარული მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას: http://www.cloud.moh.gov.ge/

როგორ ხდება ტუბერკულოზის მართვის სახლმწიფო პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ) ?

  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად სახელმწიფოს მიერ (პროგრამა არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან).

 

,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილება

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
ტუბერკულიოზის პროგრამის მიმწოდებლები

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti