canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - First Step Georgia

  დონორი

პირველი ნაბიჯი - საქართველო

„პირველი ნაბიჯი – საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი - საქართველო" დაარსდა 1998 წელს. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ წლების მანძილზე ორგანიზაციის თანამშრომლების ძალისხმევისა და საერთაშორისო დონორების საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად, ბევრმა ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი და დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და ჩაერთო საგანმანათლებლო პროგრამებში.

2010 წლიდან „პირველი ნაბიჯის" მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 28 ბავშვის დაფინანსება ხდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვაუჩერული სისტემის გზით. 2010 წელს „პირველი ნაბიჯის" აღსაზრდელები გადაყვანილი იქნენ გრემის და სიღნაღის სათემო ცენტრებში, სადაც გრძელდება „პირველი ნაბიჯის" აღსაზრდელების ფინანსური მხარდაჭერა, სოციალური მომსახურების სააგენტოს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მიერ.

დღესდღეობით, „პირველი ნაბიჯი - საქართველო" ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის შემდეგ პროგრამებს: დღის ცენტრები, ადრეული ჩარევა, შინ მომსახურება და მშობლების გაძლიერება.

აღნიშნული პროგრამების უმრავლესობა, ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, დღის ცენტრების და ადრეული ჩარევის პროგრამის ფარგლებში, ვაუჩერული სისტემის მეშვეობით, ხდება 0-18 წლის სოციალურად დაუცველი შშმ ბავშვების დაფინანსება.

2012 წლიდან, „პირველი ნაბიჯი" გეგმავს ახალი დღის ცენტრის გახსნას ქუთაისში, სადაც გაგრძელდება თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონის ოფისთან.

2011 წლიდან, ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი - საქართველო" დაიწყო ადრეული ჩარევის პროგრამის განხორციელება 0-7 ასაკის ბავშვებისთვის.
ამჟამად, „პირველი ნაბიჯის" ადრეული ჩარევის პროგრამა, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ემსახურება 11 ბავშვს, რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფო ვაუჩერი. 2012 წლიდან იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება თბილისში, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.

2011 წლის ნოემბრიდან, „პირველი ნაბიჯი - საქართველო" გეგმავს ტრენინგებს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისა და სოციალური მუშაკებისთვის, რათა დროულად, ბავშვის დაბადების და განვითარების ადრეულ ეტაპზე მოხდეს შშმ ბავშვების მშობლების მხარდაჭერა და მათი სწორი ინფორმირება ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.

2012 წლიდან იგეგმება „შინ მომსახურების" პროგრამის თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შშმ ბავშვების პროგრამაში ჩართვა მოხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების რეკომენდაციის საფუძველზე.

www.firststepgeorgia.org

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari