canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - Our Home Association

  დონორი

ასოციაცია „ჩვენი სახლი“

ჩვენი სახლი (Our Home Association)

OUR HOME DONORI

ასოციაცია „ჩვენი სახლი" (Our Home Association) პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია პოლონეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. 1991 წლიდან მოყოლებული „ჩვენი სახლი" მონაწილეობას იღებს მთელ რიგ პროექტებში დიდი ზომის ინტიტუციების ტრანსფორმირებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების (ანუ „სახლები ბავშვებისთვის") შექმნის მიმართულებით. ორგანიზაციამ პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში დანერგა მინდობით აღზრდის პროფესიული ტრენინგების პროგრამა.

დღესდღეობით ასოციაცია „ჩვენი სახლი" არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დეინსტიტუციონალიზაციას, ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, პრევენციული ხასიათის მომსახურებას, შვილობილობის პროცესის ხარისხიანად წარმართვას და ბავშვთა დაწესებულებებში თანამედროვე მიდგომების დანერგვა-განხორციელებას.

„ჩვენი სახლი" საქართველოში მოღვაწეობას ეწევა 2007 წლიდან, როდესაც დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებთან", „ჩვენმა სახლმა" საქართველოში 250-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა, გამოსცა კრიზისში მყოფ ბავშვებთან და ოჯახებთან ინდივიდუალური გეგმის მეთოდით მუშაობის შესახებ სახელმძღვანელოს ქართული ვერსია. ის დღემდე აქტიურად მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლებიც ინიცირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში.

2010 წელს საქართველოს ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჯგუფი და სპეციალისტები სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან, მიწვეულ იქნენ პოლონეთში დეინსტიტუციონალიზაციის პოლონური მოდელის შესწავლის მიზნით. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პოლონური გამოცდილების საქართველოში დანერგვის შესახებ, რაც „ჩვენი სახლის" საქართველოში 2011 წლის საქმიანობის მთავარი მიზანი გახდა.

2011 წლიდან ასოციაცია „ჩვენი სახლი" კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების განვითარების კუთხით, კერძოდ, სპეციალიზირებული მოდელის ანუ ეგრეთ წოდებული „პოლონური მოდელის" დანერგვის თვალსაზრისით.

2011 წლის მარტიდან ორგანიზაციამ შეარჩია, ტრენინგები ჩაუტარა და მომავალში უზრუნველყოფს კონსულტაციებით აღმზრდელებს იმ 14 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისათვის, რომელთა გახსნაც დაგეგმილია ეტაპობრივად 2011 წლის ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ბავშვების, ოჯახებისა და აღმზრდელებისათვის ფსიქოლოგიურ მომსახურებას „საქართველოს ბავშვებთან" თანამშრომლობით.

ასოციაცია ჩვენი სახლის პროექტები ძირითადად ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „პოლონური დახმარების" პროგრამის ხელშეწყობით.

www.towarzystwonaszdom.pl

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari