canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - Breath

  დონორი

,,ბრეს''

ბრეს საქართველო 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს'' (Breath) საქართველო დაფუძნდა 2007 წლის 25 ივლისს.,,ბრეს''

ფონდის მისიაა სოციალურად დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ფონდი, სხვადასხვა ალტერნატიული მომსახურების გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს'' (Breath) საქართველო გახლავთ, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების მიმწოდებელი საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

2008 წელს, ფონდის ხელშეწყობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა ქალაქ ოზურგეთში, 2009-2010 წლებში - ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში, 2011 წელს - დუშეთის მუნიციპალიტეტში.,,ბრეს''

მომსახურება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის უზრუნველყოფს ოჯახურ გარემოს, სთავაზობს მათ კეთილმოწყობილ უსაფრთხო ფიზიკურ გარემოს, ხელს უწყობს მათ ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას, რეაბილიტაციას, ცხოვრებისეული, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მომსახურებაში ზრუნვა ხორციელდება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად.

მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის ღონისძიებებს:

• ყოველდღიური, 24 საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფას;
• დღის განმავლობაში მინიმუმ სამჯერად კვებას;
• ბენეფიციარისათვის პირველადი, სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
• ბენეფიციარის უზრუნველყოფას ასაკის, სეზონის და სქესის შესაბამისი ტანისამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;,,ბრეს''
• ფუნქციონალური უნარების განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისათვის ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას, რაც ხელს უწყობს მათში დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას;
• ბენეფიციარისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, მათი ინტერესების შესაბამისად;
• ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას;
• ბენეფიციართა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ- გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას.

 

www.stichtingbreath.nl

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort