canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - SOS CHILDREN'S VILLAGES

  დონორი

"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი"

ასოციაცია წარმოადგენს SOS Children's Villages International-ის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა და 1989 წლიდან ფოკუსირებულია ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების განვითარებაზე.

ბავშვის ჯანსაღი განვითარების საუკეთესოდ განხორციელება შესაძლებელია მზრუნველ, ოჯახურ გარემოში. ეს პოზიცია ორგანიზაციის ხედვის ამოსავალი წერტილია, რომლის თანახმადაც "ყველა ბავშვი ოჯახის განუყოფელი ნაწილია და სიყვარულითა და პატივისცემით სავსე უსაფრთხო გარემოში უნდა აღიზარდოს".

ორგანიზაციის სტრატეგია ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვთა დაცვის მდგრადი და თანამედროვე სისტემის განვითარება. შესაბამისად, ყველა ქვემოაღნიშნული მიმართულება, რომელიც ხორციელდება საქართველოში ასოციაციის მიერ, სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის სახით, სრულად პასუხობს ბავშვთა კეთილდღეობისაკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკას, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ასობით ბენეფიციარს გაეწია დახმარება თბილისსა და ქუთაისში.

მიმდინარე პროგრამები/პროექტები და არსებული ალტერნატიული მომსახურებები:
• ოჯახების გაძლიერების პროგრამა;
• ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებები (24 მცირე საოჯახო ტიპის სახლი; 4 ახალგაზრდული სახლი; მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების ნახევრად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამები);
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „ჩვენი სახლი" ფარგლებში, 9 მცირე საოჯახო ტიპის სახლი;
• სკოლის მხარდამჭერი პროგრამა;
• სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა;
• ზრუნვიდან გასვლის ეტაპზე მყოფი და უკვე გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტი - „მზრუნველობიდან გასვლა";
• საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტი - „მხიარული ავტობუსი".

www.sos-childrensvillages.ge

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari