canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - Save the Children

  დონორი

გადავარჩინოთ ბავშვები

გადავარჩინოთ ბავშვები

ორგანიზაციამ "გადავარჩინოთ ბავშვებიგადავარჩინოთ ბავშვები" საქართველოსთან თანამშრომლობა 1993 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით იგი ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ქვეყანაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამინებს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში, "გადავარჩინოთ ბავშვები" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, შემდეგი მიმართულებებით:

• ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურის შექმნისა და დანერგვის ხელშეწყობა - პროექტის ,,ახალი ცხოვრების დასაწისი" ხელშეწყობით, 2009-2010 წლებში შეიქმნა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს სამი სამინისტროს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოებისა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობით, რის საფუძველძეც შემუშავდა ეროვნული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურის დოკუმენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა მინისტრების ხელმოწერით. პროცედურების პილოტირების პერიოდში საქართველოს ორ რეგიონში გადამზადდნენ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის, პოლიციისა და პოლიკლინიკების თანამშრომლები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ამასთანავე, ჩატარდა ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები. ორ რეგიონში მიმართვიანობის სისტემის პილოტირებისა და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, განხორციელდა სისტემის შეფასება, რამაც აჩვენა პროექტის დადებითი შედეგები და ის საჭიროებები, რაც არსებობდა ამ სფეროში.

• სახელმწიფო 24 საათიან სამზრუნველო დაწესებულებაში (ბავშვთა სახლებში) მცხოვრები ბავშვების შეფასებისა და მათი საკუთარ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა - 2010 წელს პროექტის ,,ახალი ცხოვრების დასაწყისი" ფარგლებში, შეიქმნა ოჯახების მხარდაჭერის ოთხი ჯგუფი (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ფასილიტატორი), რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან ერთად ბავშვებისა და მათი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება მათი ბიოლოგიურ გარემოში დაბრუნების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. 6 ბავშვთა სახლში მცხოვრები 341 ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად 76 ბავშვი (23%) დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

2011 წლიდან პროექტის ,,ბავშვზე ზრუნვის სერვისებისა და სისტემის გაძლიერება" ფარგლებში, ,,გადავარჩინოთ ბავშვები" აგრძელებს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. "გადავარჩინოთ ბავშვები" ეხმარება სააგენტოს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების შეფასებაში შემდეგი აქტივობებით: შეირჩა 28 სოციალური მუშაკი თბილისსა და 6 რეგიონში და ჩაუტარდათ 30 დღიანი ტრენინგი; შეირჩა 10 მობილური მუშაკი, რომლებიც ეხმარებიან სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს ბავშვების შეფასებასა და ბიოლოგიურ ოჯახებში მათი რეინტეგრაციის განხორციელებაში. აღნიშნულმა აქტივობებმა კიდევ უფრო გაამახვილა აქცენტი რეუნიფიკაციის პრიორიტეტულ როლზე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე. 2012 წლის ბოლოსთვის კი ,,გადავარჩინოთ ბავშვები" გეგმავს, დაეხმაროს სააგენტოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ დარჩენილი ყველა ბავშვის შეფასების პროცესის დასრულებასა და რეინტეგრაციის პოტენციალის განსაზღვრაში.

• სააგენტოს დახმარება 24 საათიან სამზრუნველო დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების გრძელვადიანად გადაჭრის დაგეგმვასა და განხორციელებაში მათი ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციის მეშვეობით - მას შემდეგ, რაც მოხდება ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების შეფასება და სააგენტოს მიერ ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ,,გადავარჩინოთ ბავშვები" იზრუნებს ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ერთჯერადად გაწეული დახმარების საშუალებით, როგორიცაა ფიზიკური გარემოს მოწყობა და საოჯახო ნივთებით უზრუნველყოფა. ამასთანავე, ,,გადავარჩინოთ ბავშვები", ოჯახების დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით, ეხმარება მათ პროფესიული განათლების მიღებაში. რეინტეგრაციის ფონდის დახმარებით 2011 წლის ბოლომდე დაახლოებით 120 ბავშვი დაბრუნდება ოჯახში, გაუმჯობესებულ და უსაფრთხო ოჯახურ გარემოში.

• სააგენტოს დახმარება სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებებში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ოჯახური გარემოს გაძლიერებაში - პროექტის ,,ბავშვზე ზრუნვის სერვისებისა და სისტემის გაძლიერება" ფარგლებში, ,,გადავარჩინოთ ბავშვები" ეხმარება სახელმწიფო სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი ბავშვთა სამზრუნველო სისტემაში მოხვედრის რისკის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს პრევენციის ფონდის საშუალებით.

• ალტერნატიული სერვისების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის - ,,გადავარჩინოთ ბავშვები" უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან მომუშავე 24 დღის ცენტრის სპეციალისტების გადამზადებას საქართველოში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების "პირველი ნაბიჯი-საქართველო" და "საქართველოს ბავშვების" ჩართულობით. ასევე, 2011 წელს "გადავარჩინოთ ბავშვებმა" აღნიშნული 24 დღის ცენტრი უზრუნველყო ადაპტური და დამხმარე საშუალებებით და ხელი შეუწყო ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 4 დღის ცენტრში.

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari