canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - EveryChild

  დონორი

Every Child

ევრიჩაილდი

ბრიტანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრიჩაილდიევრიჩაილდი" ბავშვთა კეთილდღეობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოში 1998 წლიდან მუშაობს. „ევრიჩაილდის" საქართველოს ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტებია:

• "ბავშვზე ზრუნვის სამსახურებისა და სისტემების გაძლიერება/მინდობით აღზრდა". 02.2011-2013. დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტის მიზანია მინდობით აღზრდის სისტემის განვითარება და ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირება.

• "ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი". 12.2010-12.2012. დონორი: ევროკავშირი. პროექტის მიზანია ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების მიმწოდებელთა და მომხმარებელთა მობილიზება, მათი შესაძლებლობების განვითარება, რათა შეძლონ სრულფასოვნად ჩაერთონ ბავშვთა კეთილდღეობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

• "დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლი". 08.2010-11.2011. დონორი: ვაუჩერული ტიპის დაფინანსება და გაეროს ბავშვთა ფონდი. Pროგრამის მიზანია, ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა განთავსებაც ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში მოცემული მომენტისთვის ვერ ხერხდება.

• "ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება: თიანეთის დღის ცენტრი". 09.2006-მიმდინარე. დონორი: ვაუჩერული ტიპის დაფინანსება. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგომი ოჯახების ბავშვებს, იზრუნოს მათ განათლებაზე, სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თემში მათ ჯანსაღ ინტეგრაციაზე.

• "რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლი". 02.2006-მიმდინარე. დონორი: ვაუჩერული ტიპის დაფინანსება. პროგრამის მიზანია, ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა განთავსებაც ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში მოცემული მომენტისთვის ვერ ხერხდება.

• "ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტი". 2007-2010 წლები. დონორი: ევროკავშირი. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სისტემის რეფორმირების საქმეში, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

• "წინაპროფესიული და პროფესიული უნარების განვითარება ქ. რუსთავის ბავშვზე ზრუნვის დღის ცენტრში". 01.2009-05.2009. დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი; თანამშრომლობა "ხელოვნება მომავლისათვის" და ელიზაბეტ გასტის ფონდთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავდა წინაპროფესიული და პროფესიული უნარების განვითარების კომპონენტის შეტანას რუსთავის დღის ცენტრის პროგრამულ ნაწილში, რაც ხელს შეუწყობდა ცენტრის ბენეფიციარ ახალგაზრდებს პროფესიული შესაძლებლობების მოძიებასა და სხვადასხვა სფეროში თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში.

• "მცდელობა უკეთესი ცხოვრებისათვის". 2010 წელი. დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტი მიზნად ისახავდა, დახმარება გაეწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სკოლა-პანსიონების ოპტიმიზაციის პროცესში. პროექტის ფარგლებში, შეფასდა 8 სკოლა-პანსიონი რაც მოიცავდა ბენეფიციარი ბავშვების, დაწესებულებების პროგრამული ნაწილის, გარემოსა და თანამშრომელთა შესაძლებლობების შეფასებას.

• "სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა შეფასება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტ ¹5-ის დანერგვისა და შემდგომი განხორციელების მიზნით". 2010 წელი. დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტი მიზნად ისახავდა დახმარების გაწევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვზე ზრუნვის მე-5-ე სტანდარტის დანერგვის და ამოქმედების პროცესში. პროექტის ფარგლებში, "ევრიჩაილდის" მიერ განხორციელდა 6 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელთა შეფასება და შემუშავდა რეკომენდაციები სააღმზრდელო დაწესებულებებში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფის, აგრეთვე ახალი სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის კუთხით.

• "აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება". 09.2008-03.2009. დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტი მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას, მათ სოციალურ მომსახურებას, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევასა და მშობელთა ტრეინინგს სხვადასხვა უნარ-ჩვევებში.

www.everychild.ge

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort