mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - unicef

  დონორი

UNICEF

იუნისეფი

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) საქართველოში მოწოდებულია განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინოს ყველაზე დაუცველ ბავშვებს და ამ მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში. "იუნისეფი" მჭიდროდ თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რათა მოხდეს შესაბამისი კოორდინაცია ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში დეინსტიტუციონალიზაციის ალტერნატიული მზრუნველობის ფორმების განსავითარებლად, მათ შორისაა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები და თემზე დაფუძნებული სერვისები.

2010 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა 2011-2012 წლების ორწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების გამოყენების შესაჩერებლად.

ამჟამად მიმდინარეობს $6.8 მილიონიანი სამწლიანი პროექტი - ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და მომსახურების გაძლიერება - რომელიც მოიცავს 2010-2013 წლებს და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: "ევრიჩაილდი," "გადავარჩინოთ ბავშვები", "ფონდი პირველი ნაბიჯი" და "საქართველოს ბავშვები". პროექტს ფინანსურ დახმარებას უწევს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას, შესაბამისი მომსახურებისა და სისტემის გაძლიერებას.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ ისეთი სოციალური შეღავათებით სარგებლობა, როგორიცაა: მიზნობრივი სოციალური დახმარება, უფასო სამედიცინო დაზღვევა და თემზე დაფუძნებული ოჯახის ჩამნაცვლებელი და ოჯახის მხარდამჭერი სოციალური მომსახურება. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოხდეს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში უკეთ რეინტეგრაცია, მათი მიტოვების პრევენცია, გაფართოვდეს მინდობით აღზრდის პრაქტიკა (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების დროს და სპეციალიზებული მზრუნველობა), მცირე ზომის ოჯახური ტიპის სახლების ქსელი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიას.

"იუნისეფისა" და სოციალური მომსახურების სააგენტოს მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ყურადღება გამახვილდება იმ უკიდურესად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე, რომელნიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესთან (ქუჩის ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და სხვა), მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან.

www.unicef.org

 

<< უკან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდასაქმების ფორუმი    ბაზრის კვლლევა

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts