|
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის ოჯახის წევრმა, ან ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადის სპეციალური ფორმის (განაცხადის ელექტრონული ვერსია). შესავსებად უნდა მიმართოს სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას. განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება შესაძლებელია სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შეიძლება ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე, სააგენტოს თანამშრომლის ვიზიტის დროს. განაცხადის სპეციალური ფორმის შევსებისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა: - ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის მოწმობები, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტები;
- ოჯახის იმ წევრთა დაბადების მოწმობები, რომლებიც განაცხადის შემოტანის მომენტისთვის არასრულწლოვანები არიან (16 წლამდე);
- მეურვეობის, ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.
ოჯახის დეკლარაციის შევსება და სოციალური დახმარების დანიშვნა სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ (სოციალური აგენტის) ოჯახში ვიზიტისას ივსება ოჯახის დეკლარაცია (დეკლარაციის ელექტრონული ვერსია). დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი. დეკლარაციის საფუძველზე ხდება ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის დათვლა. ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახს ეძლევა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა" (მოწმობის ელვერსია) თუ ოჯახს მინიჭებული აქვს შესაბამისი სარეიტინგო ქულა (57 001), ფულადი სოციალური დახმარება დაენიშნება განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ოჯახში ვიზიტისას, შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსების შემდეგ. სოციალური დახმარების არჩევა სოციალურად დაუცველ ოჯახს უფლბა აქვს თავად აირჩიოს ფულადი სოციალური დახმარების ფორმა თუ ოჯახი იღებს "უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ფულად დახმარებას (საოჯახო დახმარება), და/ან არის დევნილი და დევნილობის ყოველთვიური შემწეობის მიმღები, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადების (ფორმა 1 ელექტრონული ვერსია) შევსებამდე, ოჯახს უხსნის, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახს შეუწყდება საოჯახო დახმარება და/ან დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ოჯახს აქვს უფლება, აირჩიოს ის სოციალური დახმარება, რომლის მიღებაც მას სურს. (ინფორმაციისთვის: დევნილის ყოველთვიური შემწეობის სოციალური დახმარებით ჩანაცვლება, არ ნიშნავს დევნილობის სტატუსის მოხსნას) იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს სურს დარჩეს საოჯახო დახმარების და/ან დევნილის შემწეობის მიმღებად, ოჯახის უფლებამოსილი პირი, ავსებს სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარის განცხადებას. (ინფორმაციისთვის: ოჯახს უფლება აქვს უარის თქმის შემდეგ მოითხოვოს სოციალური დახმარების დანიშვნა. ამ შემთხვევაში სოციალური დახმარება დაინიშნება სააგენტოში მომართვიდან (განცხადების შევსება) მომდევნო თვეს) ოჯახის განმეორებით გადამოწმებისა და დახმარების შეჩერების მიზეზები: ოჯახის განმეორებითი შეფასების თხოვნის შემთხვევაში, საჭიროა შეავსოს ოჯახის უფლებამოსილმა პირმა შესაბამისი ფორმის " განმეორებითი შეფასების განაცხადი"; ( ელექტრონული ვერსია)
სხვა მიზეზები: - ოჯახის წევრის დაბადება;
- ოჯახის წევრის გარდაცვალება;
- სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი შეცვლა (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და სხვ.);
- ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
- ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
- ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
- ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
- ოჯახის ფაქტობრივად არსებული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას;
- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება;
- იძულებით სამკურნალოდ გაგზავნა;
- ვადიან სამხედრო სამსახურში ყოფნა;
- ინსტიტუციურ დაწესებულებაში მოთავსება.
ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასებისას, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არასწორი (ყალბი) ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურად კარგავს ძალას და ოჯახს ერთმევა უფლება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოითხოვოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში; - ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება;
- ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
- ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება;
- საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულის ცვლილება.
ფულადი სოციალური დახმარების ზღვრული ქულა ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა წევრთა რაოდენობა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | დახმარებოს ოდენობა | 30 | 54 | 78 | 102 | 126 | 150 | 174 | 198 | 222 | 246 | 270 | 294 | 318 | 342 | 366 | 390 |
ფულადი სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისას, არ გაითვალისწინება ოჯახის ის წევრები, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად სოციალური დახმარების დანიშვნისთვის არიან: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირები; გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირები; დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირები; ე) ინსტიტუციურ დაწესებულებებში და იმყოფებიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, გარდა პირისა, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და მის მიმართ კანონიერ ძალაში არ არის შესული განაჩენი. სოციალურედ დაუცველი ოჯახების სამედიცინო დაზღვევა |