ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის 20 წლის სტაჟი. ამასთან თუ იგი დასაქმებული იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებლის ან დამხმარე თანამდებობაზე, ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან დამხმარე თანამდებობაზე და 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდნენ შესაბამისი თანამდებობიდან პირადი სურვილით ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სტიპენდიის დასანიშნად აქვს უფლება მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას ფაქტიური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:

Ø      განცხადება;

Ø      შესაბამისი უწყების წარდგინება;

Ø      პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;

Ø      ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.

Ø      დამსაქმებლის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

Ø      სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აკადემიური სტიპენდია განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:

     80% ოდენობით - მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის.

     60% ოდენობით - მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის.

     40% ოდენობით - სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირზე.

სტიპენდიის დანიშვნის ვადა

გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.