|
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის განცხადება სადაზღვევო ვაუჩერების დარიგებასთან და ასევე, ადრე მიღებული პოლისებით სარგებლობასთან დაკავშირებით, 2010 წლის 5 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ სატელევიზიო განცხადება გააკეთა.
"ყველა ოჯახს აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი, რომელ სადაზღვევო კომპანიასთან სურს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 3 წლის ვადით. სადაზღვევო ვაუჩერები ასევე გადაეცემათ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს, რუსთაველის პრემიის ლაურეატებს, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. სოციალური მომსახურების სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს ამ საკითხებთან ყველა სადაზღვევო კომპანიასთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან", - განაცხადა ანდრია ურუშაძემ. ოჯახებს, რომელთაც უკვე ეწურებათ სადაზღვევო პერიოდი, ორი თვით ადრე შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს სადაზღვევო კომპანიის შეცვლის მოთხოვნით. სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს სადაზღვევო კომპანიის შეცვლის შესახებ განცხადებით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს. ამ პირობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში განაცხადი აღარ განიხილება. ასევე, არ განიხილება ის განცხადებები, რომლებიც არ არის წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში. ასეთ შემთხვევებში ვერ ხერხდება გნმცხადებლის იდენტიფიცირება, ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის # 218 დადგენილებით გათვალისწინებული ვადების დაცვა. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მოქალაქის (ოჯახის) უფლება მიიღოს ვაუჩერი და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოპერატიულ სამმართველოს ტელეფონით: 95 22 28 |