ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 
სოციალური მომსახურების სააგენტო სადაზღვევო ვაუჩერებს გაცემა დაიწყო   

2009 წლის 9 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N 218 დადგენილების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან ახორციელებს „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის", „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების", „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებუილ პირთა", „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა" სამედიცინო დაზღვევას.

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულებებით (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით) 805 952 ადამიანი  სარგებლობს. ზემოაღნიშნული ოთხივე პროგრამის ფარგლებში, მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  იანვრის თვეში 11.714 613 ლარია გამოყოფილი.

2009 წლის 9 დეკემბრის  საქართველოს მთავრობის N 218 დადგენილების საფუძველზე, 2010 წლის 20 მარტამდე სადაზღვევო ვაუჩერს მიიღებს კიდევ 173 238  ადამიანი (სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული  ბავშვები და „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ" მყოფი ის ადამიანები, რომელთაც „ოჯახის დეკლარაცია" 2009 წლის 1 დეკემბრამდე შეავსეს და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს).

დანარჩენი პირების სადაზღვევო ვაუჩერებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად განხორციელდება.