|
სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების პროექტი დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში თავი მოიყარა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინასებული სოციალური მომსახურებებისა და გასაცემლების უდიდესი ნაწილის ადმინისტრირებამ, რომელთა მართვაც გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების მიერ ხორციელდებოდა. სახელმწიფო სოციალური მომსახურებების ერთ სისტემაში გაერთიანება ერთი ეტაპია მოსახლეობის სოციალური მოსახურების ადმინისტრირების გაუმჯობესების გზაზე. შემდეგი ეტაპის ამოცანაა ცალკეული სოციალური მომსახურების ადმინისტრირების სქემის - ე.წ. ბიზნეს-პროცესების ინტეგრირება და მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად გაერთიანებისა, დღემდე, სახელმწიფო გასაცემლების და მომსახურების სხვადასხვა სახეების ადმინისტრირდება ერთმანეთისგან იზოლირებულად ხორციელდება, რაც სამი ტიპის პრობლემას წარმოშობს: · ადმინისტრაციული ორგანოსთვის მომსახურების პროცესი გართულებულია, ადგილი აქვს რესურსების არაოპტიმალურ გამოყენებას და რაც მთვარია, პროცედურები მომსახურების მიმღებისთვის არაკომფორტულია; · არ არსებობს ბენეფიციარის ერთი უნიკალური იდენტიფიკატორი, რაც სირთულეს უქმნის ადმინისტრირების ორგანოებს ბენეფიციარის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებაში. უნიკალური იდენტიფიკატორების არარსებობა ხშირად მონაცემთა ბაზებში ბენეფიციართა დუბლირების მიზეზი ხდება. ეს კი ადმინისტრირების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს. თითოეული პიროვნების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის რამოდენიმე მონაცემთა ბაზის რთული ინტეგრირებული ანალიზია საჭირო. · ერთიანი საინფორმაციო სისტემის არსებობის გარეშე რთულია სახელმწიფო სოციალური დანახარჯების ეფექტურობის განსაზღვრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმარების განხორციელება. არსებული პრობლემები ნათლად აჩვენებს სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისიტემის შექმნის აუცილებლობას, რაც ამავდროულად სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთანავე, სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქვეყანაში ე.წ. „ელექტორნული მთავრობის" განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმის პროგრამის (PAR) ფარგლებში შეიქმნა სისტემის განვითარების კონცეფცია. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება პირველი ეტაპი, რაც სოციალური დახმარებისა და სხვა მომსახურებების არსებულ ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციასა და მოდელირებას გულისხმობს. სამუშაოს ასრულებს კონკურსის წესით შერჩეული კომპანია - „ბიზნეს ინტელექტუალური ტექნოლოგიები" (BIT). პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შექმნას, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპის გეგმა-გრაფიკი |