ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

უცხოელი მშვილებელი კანდიდატების რეგისტრაცია

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში უცხოელ მშვილებლად/მშვილებლებად განიხილება ოჯახი/პირი, რომელიც თავის სახელმწიფოში აღიარებულია მშვილებელად/მშვილებლებად.

უცხო ქვეყნის მშვილებლების განცხადებები განიხილება სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში.

უცხოელ მშვილებლებად განიხილებიან პირები/ოჯახები, რომლებიც ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადების შემოტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობენ და იმყოფებიან უცხო ქვეყანაში.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბავშვის ასაყვანად სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე;

·         მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;

  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;
  • ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა;
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უცხო ქვეყნის  შვილად აყვანის საქმეებზე მომუშავე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული მშვილებელი ოჯახის კვლევა;
  • უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შვილად აყვანის თაობაზე;
  • სხვა დოკუმენტები (სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე).

ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.

განცხადებაში შვილად აყვანის მსურველმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და  ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • წარმომავლობა;
  • რელიგია; 
  • სხვა. 

წარმოდგენილი საბუთები განიხილება მიღებიდან 5 დღეში, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება მშვილებელის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე მშვილებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

 

მშვილებელისთვის ბავშვის შეთავაზება

სოციალური მომასახურების სააგენტო ერთიან რეესტრში მყოფ უცხოელ მშვილებელს სთავაზობს ბავშვს, რომლის გაშვილება 8 თვის განმავლობაში ვერ განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე.

სააგენტო უცხოელ მშვილბელს სთავაზობს გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვს, რომელიც შეესაბამება განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს.

თუ ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უცხოელი მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე არ განაცხადებს წერილობით თანხმობას, ცენტრალური ორგანოს მიერ მოხდება გასაშვილებელი ბავშვის სხვა მშვილებელ პირზე/პირებზე შეთავაზება.