ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

მშვილებელ კანდიდატთა რეგისტრაცია

შვილად აყვანის მსურველმა პირმა(პირებმა) ბავშვის შვილად აყვანისთვის უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაგისტრაციითვის საჭიროა ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში. განაცხადის ფორმას  თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

იმ შემთხვევაში თუ მშვილებელი კანდიდატი ასაყვანი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში მშვილებელმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისს.

მშვილებელისთვის ბავშვის შეთავაზება

  • მშვილებლისთვის ბავშვის შეთავაზება ხდება რიგითობის პრინციპის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
  • მშვილებელ პირს ან ოჯახს აქვს უფლება მოინახულოს ბავშვი მისი განთავსების ადგილზე სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი ნებართვის არსებობის შემთხვევაში. ასევე, მშვილებელს აქვს უფლება ბავშვს ჩაუტაროს სამედიცინო გამოკვლევა კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
  • ბავშვის შეთავაზებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მშვილებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აყვანის თაობაზე. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.
  • შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის გადაწყვეტილება მშვილებელმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს ტერიტორიულ ორგანოს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;
  • ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა;
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • სხვა დოკუმენტები (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე).

ბავშვის განთავსება ოჯახში

ბავშვის გაშვილებისა და ოჯახში განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.