ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

ვინ ექვემდებარება გაშვილებას

ბავშვი გაშვილებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ:

  • მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
  • არ ჰყავს მშობლები (ობოლი);
  • აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;
  • მშობელმა (მშობლებმა) თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) ბავშვის გაშვილებაზე, და მიტოვების თაობაზე;
  • მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება.

ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და მიტოვების განაცხადი და პროცედურა

  • ბავშვის გაშვილების მსურველმა მშობელმა (მშობლებმა) უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
  • სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში მშობელი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობისა და მიტოვების შესახებ ფორმას;
  • მშობელს აქვს უფლება შეცვალოს გადაწყვეტილება ბავშვის გაშვილების თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.