|
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარება. დახმარება ინიშნება: ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო. ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი: თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გეძლევათ შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. იმ შემთხვევაში თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე. სამუშაო ადგილიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის მოწმობა; ბ) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნების დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატი); გ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შენიშვნა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე. დახმარების გაცემა:
წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტო მიერ. თანხის ოდენობა: არა უმეტეს 600 ლარი. |