|
საყოფაცხოვრებო სუბსიდია "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის #4 და 2008 წლის 8 აპრილის #91 დადგენილებით სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პირებისათვის დაწესებულია საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად ყოველთვიური ფულადი გასაცემელი. 2008 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდია გაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიის პენსიონერებზე და პენსიის არ მიმღებ პირებზე, შემდეგი ოდენობით: თვეში 44 ლარის ოდენობით მიეცემათ: ა) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდებს; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შშ სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს); დ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს, დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა. თვეში 22 ლარის ოდენობით მიეცემათ: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს; გ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპულ (უგზოუკვლოდ დაკარგულ, გარდაცვლილ) აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების თითოეულ ოჯახს (შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შშსნ მქონე შვილებს, მეუღლეს, რომელიც შემდეგ არ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს); დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას; ე) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს; თვეში 7 ლარის ოდენობით მიეცემათ ა) ჩერნობილის ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს და ლიკვიდაციის მონაწილეებს ყოველთვიურად, ხოლო ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისას პენსიის მიმღებ ოჯახს ყოველთვიურად; ბ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს, ყოველთვიურად. |