ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
 
 
 
 

 

სოციალური შეღავათების პაკეტი  - დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე,  სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, ქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დარეგისტრირდა "სიღარიბის დაძლევის პროგრამაში"  და მიენიჭა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლები,  ქ. თბილისის ხელმძღვანელობა სთავაზობს  მომსახურების პაკეტს, რომელიც ოჯახს მისცემს საშუალებას,  გაიუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა. ქ. თბილისში  მცხოვრებ 32 033 სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახის თითოეულ წევრს (სულ 83 867 ადამიანი)  დაურიგდა ინდივიდუალური პლასტიკური ბარათი.

პერსონალური  ბარათი  შემდეგ სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს:
  • 75%-იანი ფასდაკლება მეტროთი მგზავრობისას;

  • 75%-იანი ფასდაკლება მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობისას;

  • 50%-იანი შეღავათი წყლი გადასახადზე;

  • 50%-იანი შეღავათი ნარჩენების გატანაზე;

  • უფასო აღზრდა-განათლება ქ. თბილისის საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში;

  • უფასო სწავლება ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში;

  • უფასო სწავლება ქ. თბილისის სამუსიკო სკოლებში;

  • უფასო სწავლება ქ. თბილისის სპორტულ სკოლებში;

  • მუნიციპალურ მუზეუმებში უფასო შესვლა;


  • 50% - ნი თანაგადახდა უმაღლესი სასწავლებლების ფასიან სექტორზე ჩარიცხვის შემთხვევაში (აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ პროგრამის ის ბენეფიციარები, რომლებიც არიან სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წლიდან და სწავლობენ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ფასიან სექტორზე);

  • შეღავათი ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გადასახადზე თითოეულ ოჯახზე სულადობის მიხედვით (ერთი სული - 70 ლარი; ორი სული - 80 ლარი; სამი სული - 100 ლარი; ოთხი სული - 110 ლარი; ხუთი სული - 120 ლარი; ექვსი და მეტი სული - 150 ლარი);


  • საკომუნიკაციო გადასახადის თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ოჯახისათვის 25 ლარის ოდენობით.


  • ფულადი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით;


  • ინვალიდი ბავშვებისათვის საქართველოს კურორტებზე უფასო დასვენება-რეაბილიტაცია;

  • ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით 100 წლიანი ხანდაზმულებისათვის; (განცხადებების კომისიური განხილვის საფუძველზე. ,,სიღარიბის დაძლევის პროგრამის" მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულისათვის გაიცემა 600 ლარი).

 

  • ერთჯერადი მატერიალური დახმარება მე-3, მე-4 და მეტი შვილის დაბადებისათვის (მე-3 შვილზე 600, მე-4 შვილზე 800 ლარი და ა.შ);