ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციების მიღების თაობაზე

თარიღი: 2020-05-06

კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, ასევე, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

რა ინსტრუქცია არსებობს საკომპენსაციო თანხის მისაღებად აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისათვის.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები

ამ ოჯახებს არ დაჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარმოდგენა. სოციალური მომსახურების სააგენტო, მის მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მაისიდან, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, ავტომატურად ჩაურიცხავს საკომპენსაციო თანხას.

საკომპენსაციო თანხა ერთწევრიან ოჯახზე შეადგენს 70 ლარს, 2 წევრიან ოჯახზე 90 ლარს. ოჯახში სამი და მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში თითოეულ წევრზე საკომპენსაციო თანხა შეადგენს 35 ლარს.

ასე მაგალითად:

ოჯახის წევრთა რაოდენობა

1

2

3

4

5

კომპენსაციის ოდენობა

70 ლარი

90 ლარი

105 ლარი

140 ლარი

175 ლარი

კომპენსაცია ჩაირიცხება "ლიბერთი ბანკის" ანგარიშებზე. ოჯახები „ლიბერთი ბანკის" ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის განაღდებას შესძლებენ ისევე როგორც ანაღდებდნენ საარსებო შემწეობის თანხას, რომელიც ერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი

არც ამ ოჯახებს დაჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარმოდგენა. სოციალური მომსახურების სააგენტო, მის მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მაისიდან, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, ავტომატურად ჩაურიცხავს საკომპენსაციო თანხას.

საკომპენსაციო თანხა ოჯახზე შეადგენს 100 ლარს. კომპენსაცია ჩაირიცხება "ლიბერთი ბანკის" ანგარიშებზე, მიმდინარე წლის მაისიდან ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში.

ოჯახები „ლიბერთი ბანკის" ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის განაღდებას შესძლებენ ისევე როგორც ანაღდებდნენ საარსებო შემწეობის თანხას, რომელიც ერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

სოციალური მომსახურების სააგენტო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (ე.წ. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები), ასევე 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ავტომატურად ჩაურიცხავს საკომპენსაციო თანხას, მათ არ დასჭირდებათ დამატებითი ზომების მიღება კომპენსაციის მისაღებად.

საკომპენსაციო თანხა შეადგენს პირზე 100 ლარს. კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩაერიცხებათ "ლიბერთი ბანკის" ანგარიშებზე, მიმდინარე წლის მაისიდან ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: ოჯახს ან/და პირს აქვს უფლება მიიღოს ყველა ან რომელიმე ორი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიისათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

მაგალითისათვის, თუ ოჯახი შედგება 5 წევრისაგან, სარეიტინგო ქულა შეადგენს 80 000, მასში ცხოვრობს სამი 17 წლამდე ასაკის ბავშვი და ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ოჯახი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ჯამში 275 ლარს (175 ლარს 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ქონის გამო, პლუს 100 ლარს, ოჯახში მცხოვრები სამი 16 წლის ჩათვლით ბავშვის გამო), ასევე ოჯახში მცხოვრები შშმ პირი მიიღებს ყოველთვიურად 100 ლარს.

შენიშვნა: 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში „ლიბერთი ბანკში“, დაუბრკოლებლად შეძლებენ თანხის მიღებას ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ამისათვის, საკომპენსაციო თანხის გადარიცხვის შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი პირი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დკუმენტი.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ