ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

განცხადება სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით მიღებასთან დაკავშირებით

თარიღი: 2020-04-15

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისათვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დანიშვნა, განახლება და/ან სახელმწიფო გასაცემლების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს მაძიებლის/ბენეფიციარის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით მოწოდებული განცხადებისა და მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის საფუძველზე.

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მსურველმა პირმა პირადობის მოწმობის და ხელმოწერილი განცხადების ასლები უნდა გადმოაგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით სოციალური მომსახურების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: info@ssa.gov.ge. 

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ განცხადებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ტერიტორიული ერთეული (რაიონული განყოფილების დასახელება და მისამართი) სადაც განმცხადებელს სურს დარეგისტრირდეს როგორც სახელმწიფო გასაცემლის მიმღები პირი ასევე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

შეკითხვების შემთხვევაში ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწერეთ სააგენტოს Facebook Massenger-ზე ან დარეკეთ ნომრებზე: 599 627 164; 599 627 154.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მისამართების სანახავად გადადით ბმულზე.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ