ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება

თარიღი: 2020-03-20

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოში, მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისათვის, დამატებით ჩაირთო მობილური ტელეფონის ნომრები.

ბენეფიციარებს, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) და სახელმწიფო გასაცემლების (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიღების საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:
☎️ 599 627 148 (საარსებო შემწეობა),
☎️ 599 627 142 (საარსებო შემწეობა),
☎️ 599 627 164 (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია),
☎️ 599 627 154 (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, შშმ პირთა სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია).

სატელეფონო ზარის განხორციელება შესაძლებელი იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

სოციალური მომსახურების სააგენტო მიმართავს თხოვნით ბენეფიციარებს, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ სააგენტოს სერვის ცეტრების მომსახურებებით, ასევე, გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ