ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს მისაღებებში საკონსულტაციო მაგიდებზე მინის ბარიერები მონტაჟდება

თარიღი: 2020-03-20

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ვიზიტორებს უსაფრთხო გარემოში მოემსახურებიან. სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში, ბენეფიციართა მომსახურებისათვის გამოყოფილ სივრცეში, საკონსულტაციო მაგიდებზე მინის ბარიერების დამონტაჟება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტომ ვირუსული ინფექციის თავიდან აცილებისათვის არსებული რეკომენდაციების და მსგავსი ვითარებისათვის არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო. ზომები მიმართულია, როგორც ვიზიტორების, ასევე სააგენტოს პერსონალის ჯანმრთელობის კიდევ უფრო მეტად დაცვისათვის.

სოციალური მომსახურების სააგენტო უერთდება მოსახლეობის მიმართ საქართველოს მთავრობის მოწოდებას გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად და მისი გავრცელების პრევენციისათვის. ასევე, მიმართავს თხოვნით ბენეფიციარებს, რომ მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ სააგენტოს სერვის ცენტრების მომსახურებებით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ