ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი: 2020-03-14

 

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტომ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, დასუფთავებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესაბამისად,  სადეზინფექციო სამუშაოები სოციალური მომსახურების სააგენტოს დედაქალაქის ყველა სერვის ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონულ განყოფილებაში, გეგმის მიხედვით, შესაბამისი წესის დაცვით ტარდება.

ასევე, ყველა ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება ხელის სადეზინფექციო სითხეები როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ