ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ლევან გოგოძე საერთაშორისო კომპანია WCC-ს წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 2019-11-12

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ  საერთაშორისო კომპანია WCC-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

WCC მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დასაქმების სერვისების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კომპანია, მოქნილი სისტემის დახმარებით, სამუშაოს მაძიებლებს, თავიანთი განათლების, უნარების, გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებით დამსაქმებლებთან აკავშირებს. მეორეს მხრივ კი, დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიებაში ეხმარება.  გრძელვადიან პერსპექტივაში,  ეს პროცესი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას.

შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს, ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული ვითარება გააცნეს. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს, იმართება დასაქმების ფორუმები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არსებობს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge, სადაც ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია დარეგისტრირდეს და ეს პროცესები მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.  

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ