ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 2019-09-16

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სემინარის მიზანს,  დასაქმების პროგრამებისა და სერვისების ცნობადობის ამაღლება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. სემინარს მედიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, კოლეჯებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დასაქმების პრგრამების  დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს სააგენტოს პროგრამების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები დადებითად შეაფასა და ამ მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გაფართოების სურვილი გამოთქვა.

სემინარზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო პროცესის დროს არსებულ გამოწვევებზე, მომსახურების სტანდარტებსა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ