ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა მალაიზიის დელეგაციის წარმომადგენლებთან

თარიღი: 2019-04-26

სოციალური მომსახურების სააგენტოში მალაიზიის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმ მომსახურებების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს უწევს. სააგენტოს თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს სოციალური, ჯანდაცვის, ბავშვზე ზრუნვის, დასაქმებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მალაიზიის დელეგაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე დაესწრო.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესების, ძირითადი რეფორმებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ