ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

თარიღი: 2019-03-01

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის N66 დადგენილებიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის კონტროლის ფარგლებში წარმოდგენილი იმ ადმინისტრაციული საჩივრების წარმოება, რომელთა განხილვა შეჩერებული იყო, განახლდება მხოლოდ შესაბამისი მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სააგენტოსათვის 2019 წლის არაუგვიანეს 1 აპრილამდე წერილობითი მომართვის საფუძველზე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილად ჩაითვლება, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით.

რაც შეეხება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის N66 დადგენილების გათვალისწინებით მოხსნილ/დარჩენილ ფინანსურ ვალდებულებებს, შესაბამის  მიმწოდებლებს ეცნობებათ წერილობით და დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ