ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

კომისია 600-ზე მეტი დევნილი ოჯახისათვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

თარიღი: 2018-11-20

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის" შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო.

კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის მუშაობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისათვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2534 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ