ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოში მშვილებელთა ტრეინინგები დაიწყო

თარიღი: 2018-10-25

სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს სავალდებულო მოსამზადებელი ტრენინგები მშვილებლებისათვის და მშვილებელი კანდიდატებისათვის. სავალდებულო მოსამზადებელი ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

სატრენინგო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითებს: შვილად აყვანის არსი; საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ; შვილად აყვანის გავლენა მშვილებელსა და ბავშვზე; ბავშვთა უფლებები; მიჯაჭვულობის მნიშვნელობა; მიჯაჭვულობა შვილად აყვანის კონტექსტში; მეთოდები; საუბარი ბავშვთან შვილად აყვანის შესახებ; აღზრდის სტილი; დისციპლინა და დასჯა; პოზიტიური აღზრდისა და დისციპლინირების მიდგომები; დანაკარგი და მწუხარება შვილად აყვანის შემდეგ; ძალადობა ბავშვების მიმართ; რეაგირება ძალადობაზე; ბავშვის განვითარების თავისებურებები.

კანონმდებლობის მიხედვით: 2018 წლის პირველ იანვრამდე რეესტრში აღრიცხვაზე მყოფმა მშვილებლებმა, სავალდებულო მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ და შესაბამისი სერტიფიკატი წარადგინონ 2020 წლის 1 იანვრამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში (სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში).

2018 წლის პირველი იანვრიდან შვილად აყვანის მსურველებმა უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და სერტიფიკატი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, უნდა წარადგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში (სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში).

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ