ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თარიღი: 2018-05-17

დღეს, დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების  პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობის ფორუმი გაიმართა.

დღეს 20-მდე დამსაქმებელი 2500-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იყო წარმოდგენილი. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე  რეგიტრაცია გაიარა 350-მდე სამუშაოს მაძიებელმა.  

ფორუმის ფარგლებში მოსული სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, მარტივად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ იმ პროგრამებსა და სერვისებს რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით.

დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ