ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დამსაქმებლებისა და მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების შეხვედრა

თარიღი: 2018-05-10

სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2018 წლის 10 მაისს, გაიმართა შეხვედრა მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებსა და თბილისში მოქმედ ექვს დამსაქმებლეს შორის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თბილისში მოქმედი დამსაქმებლებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების გაცნობა, კერძოდ კი მხარდაჭერითი დასაქმების მოდელის, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის პროგრამის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტისა და „პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების" სახელმწიფო პროგრამის სტაჟირების კომპონენტის გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციებს დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

შეხვედრაზე მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ დამსაქმებლებს, გააცნეს მათ აღნიშნული პროგრამები და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ ისარგებლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისებით.

შეხვედრის შედეგად დამსაქმებლებმა გამოხატეს მზაობა ჩაერთონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროცესში და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti