canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო ტური ყაზბეგში

თარიღი: 2017-10-10

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ორდღიანი საინფორმაციო ტური გამართა.

ტურის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელებმა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა და თანამშრომლებმა განხორციელებული აქტივობების, დასაქმების მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

შეჯამდა მიმდინარე წელს ჩატარებული დასაქმების ფორუმებისა და სტუდენტური ფესტივალის შედეგები, ასევე, უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისების ეფექტიანობა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირება) სახელმწიფო პროგრამაზე; „შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა ,,LMIS"; www.worknet.gov.ge მისი როლი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამების განხორციელებაზე; პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვაზე. ტრენინგზე მომხსენებლებმა დამსწრეებს გააცნეს მოწყვლადი, დაბალ კონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისა და მხარდაჭერითი დასაქმების საპილოტე პროგრამის შესახებ ინფორმაცია. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერით დასაქმებასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიღწეული შედეგების შესახებ სტატისტიკაც წარმოადგინა. საინფორმაციო ტურზე შეჯამდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მუშაობის 9 თვის შედეგები.

მედიასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები კერძო, დამსაქმებელი კომპანიებიდან. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, იყო პრეზენტაციები დადისკუსიები ყველა იმ აქტივობის და სერვისების შესახებ, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის პოპულარიზაციისა და ერთობლივი თანამშრომლობის მიზნით.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari