canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ინფორმაცია სოციალურად დაუცველების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ

თარიღი: 2017-07-03

პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

• ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

• დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

 მედიკამენტების ყოველი გატანისას მოქალაქე აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

 პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

 რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად:

• ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. ექიმი წერს რეცეპტს,სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.

• ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში

• სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს.

• ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.

• აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს - ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც. - მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu sohbet hatlari sohbet hatlari